იემენში სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2018 19:40
იემენში სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ააფეთქეს

იემენში ავტობუსი, რომლითაც სკოლის მოსწავლეები მგზავრობდნენ, ააფეთქეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ, მებრძოლების მიერ კონტროლირებად რეგიონში ავია იერიში განახორციელა.

შეტევას 43 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე კი დაშავდა. წითელი ჯვრის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობის ასაკი 10 წელს არ აღემატება.

მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა კოალიციამაც, რომელიც იემენის სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს და საკუთარ ქმედებას ლეგიტიმური უწოდა.

კოალიციის ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები მათი სამიზნე არასდროს ყოფილან.