ქარი, წვიმა, წყალდიდობა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 09:56
ქარი, წვიმა, წყალდიდობა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ასევე ნავარაუდევია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.

საქართველოს ტერიტორიაზე 13 აგვისტოდან გამოიდარებს.

ტეგები