დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 11:51
დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა

„შენების მოძრაობამ", „თავისუფალმა დემოკრატებმა" და „ეროვნულმა ფორუმმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატად, დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა (2012-2016) და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ (2005 - 2013) საკუთარი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის ზაფხულში შექმნა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.
 

ტეგები