ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის იუბილის აღსანიშნავად პუტინი და მედვედევი მიიწვიეს
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 12:38
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის იუბილის აღსანიშნავად პუტინი და მედვედევი მიიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარების“ მე-10 წლისთავზე სოხუმში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს ეპატიჟება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გარდა პუტინი და მედვედევისა, დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსაწვევები გაუგზავნა სხვა რუს პოლიტიკოსებსაც.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.

ტეგები