"როგორ გეადვილებათ ადამიანების განადგურებამდე, მოსპობამდე ლანძღვა" - თინა ხიდაშელი
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 12:53
"როგორ გეადვილებათ ადამიანების განადგურებამდე, მოსპობამდე ლანძღვა" - თინა ხიდაშელი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"როგორ გეადვილებათ ადამიანების განადგურებამდე, მოსპობამდე ლანძღვა. ეს ალბათ რაღაც ერთიანი, ეროვნული დიაგნოზია! არადა რა ცინიკური და სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ხალხისგან რომელიც რუს ტურატესტებზე აქირავებთ ბინას, ემსახურებით რესტორნებში, გიდებად, ემუსაიფებით რუსულ ენაზე სანაპიროზე ან მთაში, ყიდულობთ რუსულ პროდუქტს, ბენზინს ასხამთ ლუკოილშო, სარგებლობთ იანდექსის ტაქსით, საუბრობთ ბილაინის ფასდაკლების პაკეტები. 

კიდევ უფრო უარესი წახვალთ და ხმას მისცემთ რუსულპასპორტიან ვაშაძეს რომელიც ომიდან 3 თვეში რუს კულტურის მინისტრს ევედრებოდა ჩამოვა რა ჩემი ცოლის დასი და იცეკვებს დიდთეატრშიო, ან კიდევ ქალს რომელსაც ვერ გაურკვევია რატომ გვჭირდება ნატოს სამხედროები, ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში მაგრამ ზუსტად იცის რომ იმ ქვეყანამ დაბომბა თანამოქალაქეები რომლის პრეზიდენტობასაც აპირებს და რომ არა რს ამბავი ისოც ზუსტად იცის რომ პუტინი ომს არ დაიწყებდა და ავიცილებდით თავიდან.

ზევით რაც დავწერე ზოგი რამ მესმის, ზოგი ფუნდამენტურად არ მესმი და ზოგი ამბის გამო ალბათ მეც მიფიქრია გულის კუნჭულში რომ მოღალატეა აბა რა არის თქო, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის ან ნაწილის თანამონაწილე ხარ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა იყო მგონი.
ღვინოს ან ვენახს რომ მიყიდი რუსს როგორი ბიზნესიცაა ზუსტად ისაა სიმღერაც. და იმ ღვინის ბოთლზეც შეგიძლია დააკრა ცნობილი “პუტინ ხ****ო” ეტიკეტი და მაისურზეც დაიწერო ფეატივალზე მიკროფონთან გამოსულმა. ან მეტი ეფექტისთვის ქართულ დროშია ი ტაბსაცმლით გამოხვიდე და მერე გადაიძრო როცა აუდიტორია უკვე შენია და დატოვო “პუტინ ხ****ო” მაისურთან ერთი ერთზე.

P.S.
არავითარი მიზეზი არ მაქვს დავიცვა ბასიანი და არც ვაკეთებ ამას.
უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცი ვინ მიდის მოსკოვში, ან ეს რეზიდენტი მომღერალი თუ კლაბერი თუ კიდევ რაღაც რას ნიშნავს, არც ის ვიცი თუ მიდიან რას გეგმავენ. შეგნებულად არ ვკითხულობ ახალ ამბებში. მე მხოლოდ ამ ზღვა შერცხვენა, დანამუსება მუქარანარევ ფამანადგურებელ კამპანიაზე ვწერ უცებ რომ ავიტაცებთ ხოლმე", - წერს ხიდაშელი.

ტეგები