ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბათუმიდან 80 შეტყობინება, ქობულეთიდან კი 36 შევიდა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 13:27
ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბათუმიდან 80 შეტყობინება, ქობულეთიდან კი 36 შევიდა

ძლიერი ნალექის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ამ დროისთვის, ბათუმიდან 80 შეტყობინება, ქობულეთიდან 36 კი შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები..

უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდის პროცესი.

მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.

ტეგები