გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 14:08
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო კონკურსის ქულები ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ასევე გამოქვეყნებულია საგრანტო კონკურსზე სააპელაციო განაცხადების მიღების თარიღი.

სააპელაციო განაცხადები მიიღება 13 აგვისტოს 10:00 საათიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან. ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი).

ტეგები