გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 14:27
გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ყოფილმა სამართალდამცველმა, გოგა ონიანმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. შეწყალების შესახებ წერილი პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიაში რამდენიმე კვირის წინ შევიდა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ონიანი შეწყალებას სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზეც ითხოვს, რომელშიც წერია, რომ ონიანის საქმე შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტია, ვინაიდან დანაშაულში მონაწილე პირებიდან, მხოლოდ გოგა ონიანი გასამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანს გასული წლის 7 ნოემბერს 4 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.~ 17 აპრილს გოგა ონიანსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება ძალაში შევიდა. მსჯავრდებულისთვის გამოტანილი სასჯელის ზომა 4 წელი და ექვსი თვე გაიყოფა. გოგა ონიანი საპატიმროში სასჯელ 2 წელი მოიხდის,დარჩენილ 2 წელს და 6 თვეს კი საპატიმროს გარეთ - პირობითი მსჯავრის სახით.

მას 2011 წელს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირის უკანონოდ დაკავებასა და მათთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებაში ედებოდა ბრალი.

ტეგები