საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 14:55
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:

"დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს

➡ გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები!", - აცხადებენ უწყებაში.

ტეგები