ემოციური კადრები - ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 16:59
ემოციური კადრები - ქობულეთში მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს (ვიდეო)

ქობულეთში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა 16 წლის მოზარდი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სმასახურის ცნობით, ბიჭი ზღვაში იყო შესული და ძლიერი ტალღების გამო, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს:

დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

ტეგები