უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 17:31
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5339 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 6.52 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9061 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8622 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.39 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4261 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2376 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 აგვისტოდან შევა ძალაში.

ტეგები