"არ იყიდება, ჩუქდება"
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 18:20
"არ იყიდება, ჩუქდება"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნოდარ ლატიბაშვილი ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"არ იყიდება, ჩუქდება. ეს არის წითელი დოლის ხორბალი, შხამ-ქიმიკატების და ჰერბიციდის გარეშე მოყვანილი.

მათთვის, ვისაც ონკოლოგიური პრობლემები აქვს და იყენებს ხორბლის ღივს ან ჯეჯილს.

პაკეტში 2,2 კილო ხორბალია (ამაზე დიდი შეფუთვა ვერ ვიშოვე).

შემეხმიანეთ და გადმოგცემთ.

ეს არც აქციაა და არც რეკლამა, ბუნების საჩუქარია".

 

ტეგები