
18:00 საათის მონაცემებით, სტიქიის ზონაში აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო.
ამ ეტაპზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.
ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შესულა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში - სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.
იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს.
სტიქიის შედეგად საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა.
ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |