თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, პედოფილების კასტრაციით დავსჯი – ნათელაშვილი
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 19:52
თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, პედოფილების კასტრაციით დავსჯი – ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პედოფილების 30 წლიანი პატიმრობითა და სავალდებულო ქიმიური კასტრაციით დასჯას პირდება. ამის შესახებ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
 
“განვლილ 2 წელიწადში დაფიქსირებულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 300 შემთხვევა. კატასტროფულია დასჯადი პრაქტიკა, რადგან ასეთ კრიმინალებს საპროცესო გარიგებებსაც კი უფორმებენ. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა სავალდებულო ქიმიური კასტრაციით,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.