მეხანძრე-მაშველებმა მდინარე აბაშის კალაპოტი გაამაგრეს და საცხოვრებელ სახლებში შესული წყალი ამოტუმბეს
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2018 20:38
მეხანძრე-მაშველებმა მდინარე აბაშის კალაპოტი გაამაგრეს და საცხოვრებელ სახლებში შესული წყალი ამოტუმბეს

​აბაშაში, სოფელ ზანათში, მეხანძრე-მაშველებმა მდინარე აბაშის კალაპოტი გაამაგრეს და საცხოვრებელ სახლებში შესული წყალი ამოტუმბეს.

ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აბაშის კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და სოფელ ზანათში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ​ადგილზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.