აბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2018 10:02
აბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

აბაშის სოფლებში წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არცერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება.

გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

პრევენციის მიზნით, სოფლებში - წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.

ტეგები