რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2018 14:40
რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში, "მერსედესის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობა იყო. ამის შესახებ "პირველი" წერს.

ხანძრის თვითმხილველებმა ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ტეგები