სოფელი გლოლას ტყეში მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2018 18:14
 სოფელი გლოლას ტყეში მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ონში, სოფელ გლოლას, ტყეში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი რამდენიმე ხეს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვ. მ. ტერიტორია.

ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
 

ტეგები