"თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, ლარის კურსი მინიმუმ 4 იქნება" - სააკაშვილი
ამობეჭდვა · 11 / 08 / 2018 18:26
"თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, ლარის კურსი მინიმუმ 4 იქნება" - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ვარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ "ივანიშვილი გაგრძელდება საქართველოში" ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 4 გახდება.

"ლარის კურსმა ისევ მკვეთრად ვარდნა დაიწყო და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია, თუმცა საქართველოს არ ყავს მთავრობა. საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტის კურსზე თამაშით.

ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს, ასეთი უბედურება დაგვატყდა და ომის დროს და შემდგომ ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნეთ და ჩემს დროს ის 1,64 იყო. ახლა არის ის, რაც არის და ღმერთმა არ ქნას, თუ ივანიშვილი საქართველოში გაგრძელდა, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, არ ჩაერთეთ, თუ ისევ მიეცით საშუალება, არჩევნები იყიდოს, გარანტიას გაძლევთ, რომ სულ მალე კურსი მინიმუმ 4 იქნება - მე ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. ჩემს დროს იყო 1,64, ხოლო ივანიშვილის დროს მალე 4 იქნება, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები, ყველამ ვიმოძრაოთ - ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. 

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსი 2,53-ია.

ტეგები