სტიქია სამეგრეოლოში - ანაკლიაში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2018 13:28
სტიქია სამეგრეოლოში - ანაკლიაში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა, წაღებულია გზა, განადგურებულია პალმები.

ადგილობრივების განცხადებით, სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობის პრობლემა უკვე წლებია დგას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი უკვე დაწყებულია საწრეტი არხების გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიას ებრძვიან საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ტეგები