ხულოში 31 წლის ქალი დაჭრეს
ამობეჭდვა · 12 / 08 / 2018 14:39
ხულოში 31 წლის ქალი დაჭრეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში 31 წლის ქალი დაჭრეს. შავებული ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

ქალის დაჭრის მიზეზი უცნობია. 

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50-წლამდე მამაკაცი დააკავა.

ტეგები