საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ხანძარს ვერ აქრობენ - ევაკუირებულია მოსახლეობა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 10:28
საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ხანძარს ვერ აქრობენ - ევაკუირებულია მოსახლეობა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. გუშინ გაჩენილ ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში 400 ადამიანი და ათეულობით ტექნიკა უშედეგოდ ებრძოდა. 

სტიქიის გამო 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დღეს დილიდან ხანძართან საბრძოლველად ავიაციაც ჩაერთო, კერძოდ, 2 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.

კუნძულზე ხანძარი 12 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს საბერძნეთში ტყის ხანძების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა. 

ტეგები