სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 11:15
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

უწყების ცნობით, საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველო იძიებს. ამასთან, მიმდინარეობს ექსპერტიზაც, რომელიც გარდაცვალების მიზეზს ადგენს.

მათივე თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ნინოს“ დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. 

ტეგები