ესპანეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 11:43
ესპანეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის  „კუში 3“-ის შედეგად, ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა სულ 11 პირი დააკავეს, მათ შორისაა 2 ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“: 1978 წელს დაბადებული დ.ქ. (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლ.ბ. ( მეტსახელად „ჭია“).

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს. დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა",-აცხადებენ შსს-ში.

ტეგები