მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დააკავეს
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 11:52
მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დააკავეს

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.

ამირან დევნოზაშვილის დაკავება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. 

ტეგები