WhatsApp-ი უსაფრთხოების სამსახურს მესიჯების წაკითხვის საშუალებას მისცემს
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 12:08
WhatsApp-ი უსაფრთხოების სამსახურს მესიჯების წაკითხვის საშუალებას მისცემს

WhatsApp-ი მალე აღარ გამოიყენებს მიმოწერის დაშიფვრის რთულ სისტემას, რითაც უსაფრთხოების სამსახურებს მომხმარებლების მიმოწერის წაკითხვას გაუმარტივებს. 

ეს ნაბიჯი WhatsApp-მა კომპანია FACEBOOK-ის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც ფაქტბრივად ფლობს კიდეც WhatsApp-ს. კომპანია Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა აშშ-ის ხელისუფლებისგან მოდის, ამიტომ 2019 წლისთვის WhatsApp-ი დაშიფვრის სუსტი სისტემით იმუშავებს, რაც უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურებს გაუადვილებს მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და ამით შეაჩერონ როგორც ტერორისტების, ასევე ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების დანაშაულებრივი მოქმედებები.

ცუკერბერგმა ასევე თქვა, რომ WhatsApp-ში მალე რეკლამებიც განთავსება, რაც პოპულარულ მესინჯერს მოგებას მოუტანს. 

ტეგები