ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 12:40
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში აგვისტოს დასაწყისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 436-მდე გაიზარდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 387 დაღუპული ადამიანის შესახებ.

სტიქიის სედეგად 1353 ადამიანი დაშავდა და 67 ათასზე მეტი სახლი დაინგრა.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მაგნიტუდით 7 მიწისძვრა მოხდა.

ტეგები