არეტა ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 13:38
არეტა ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

სოულის ლეგენდის, ამერიკელი მუსიკოსის არეტა ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 76 წლის არტისტი ამ ეტაპზე დეტროიტში, ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფება.

მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. არტისტმა კარიერა შარშან დაასრულა. უკანაკნელი კონცერტი მან 2017 წლის აგვისტოში, ფილადელფიაში გამართა.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.

ტეგები