უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, გამართოს კონსულტაციები პრეზიდენტთან - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 14:49
უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, გამართოს კონსულტაციები პრეზიდენტთან - ირაკლი კობახიძე

„მე რამდენადაც ვიცი, უკვე შედგა კომუნიკაცია უმრავლესობის ლიდერთან და უმრავლესობის ლიდერმა, დაადასტურა თავისი მზადყოფნა გამართოს ასეთი კონსულტაციები პრეზიდენტთან. ეს კონსულტაციები შედგება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, არის გარკვეული პესიმიზმი მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესებაში მონაწილეობასთან.

„როგორც მოგეხსენებათ, ის რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა, ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა. მას ჰქონდა თავისი სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად ვერ აიხსნება, ბუნებრივია, თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მოლოდინი არის საკმაოდ პესიმისტური, თუმცა, ვნახოთ, კონსულტაციები გაიმართება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები