ჩვენ არ გვეჩქარება პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სამართლებრივი ვადა 8 სექტემბერია - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 16:08
ჩვენ არ გვეჩქარება პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, სამართლებრივი ვადა 8 სექტემბერია - ირაკლი კობახიძე

„ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი. გვაქვს კიდევ დაახლოებით თითქმის ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. არ გვეჩქარება არსად. ჩვენ გადავხედავთ არსებულ სპექტრს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ თავისი კანდიდატით არ წარსდგება და აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობაში მიღებული იქნა კონსესუსის საფუძველზე.

„იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართებოდა. იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი, თუმცა, მთლიანობაში, საბოლოოდ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარსდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში ანუ ეს იყო, საბოლოოდ, კონსესუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები