წალენჯიხაში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა
ამობეჭდვა · 13 / 08 / 2018 21:31
წალენჯიხაში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კარიერზე მუშაობისას 60 წლამდე კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.