მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 10:41
მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს

სტეფანწმინდაში, მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან (3600მ.) რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.