ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 12:54
ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა. მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზალკალიანმა.