"ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ - ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს"
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 16:15
"ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ - ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს"

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამერიკის ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანკარაში, თავისი პარტიის მეთექვსმეტე იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

Financial Times-ის ცნობით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი “ეფლისგან” თუ სხვა ამერიკული მწარმოებლებისგან პროდუქციას აღარ შეიძენს: “ჩვენ ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტს გამოვუცხადებთ. თუ მათ აქვთ აიფონი, სხვა მხარეს არის სამსუნგი. ჩვენ ასევე გვაქვს საკუთარი ვესტელი. ჩვენ ამ ზომებს მივიღებთ”.

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კაშირშია ბრალდებული. აშშ-მ თურქეთის იუსტიციისა და შს მინისტრებს სანქციები დაუწესა.