სოფო კილაძე სახალხო დამცველს შეხვდა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 17:04
სოფო კილაძე სახალხო დამცველს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეებს შეხვდა.

მხარეებმა, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.  ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ბავშვის უფლებების დაცვაზე.  შეხვედრაზე იმსჯელეს „ბავშვის კოდექსზე“, რომელზეც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს.

„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ეს შეხვედრა ემსახურებოდა სხვადასხვა საკითხებს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბავშვის უფლებების დაცვაზე. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვის კოდექსზე და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც ამ კუთხით სახალხო დამცველი გვაძლევს“, - განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.