"რუსეთთან ომიდან 10 წლისთავისთვის როგორ მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქლაქეთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს?"
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 17:08
"რუსეთთან ომიდან 10 წლისთავისთვის როგორ მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქლაქეთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს?"

"წარმოიდგინეთ რომ გყავთ 5 მეზობელი. ერთ-ერთი რეგულარულად გპარავთ რაღაცას, თან გცემთ და გამცირებთ. დანარჩენები არ გერჩიან, ლხინში გილოცავენ, ჭირში გეხმარებიან ან მოგიკითხავენ მაინც, უბრალოდ მათი დიდი ბაბუის ბაბუები ჰპარავდნენ თქვენი დიდი ბაბუის ბაბუებს. ახლა თქვენ რომ იძახოთ ეს ქურდიც მტერია და ისინიც მტრები არიანო, რას იფიქრებენ თქვენზე ის დანარჩენები ან სხვები ვინც ამას გაიგებს? ჰოდა რუსეთთან ომიდან 10 წლისთავისთვის როგორ მოვახერხეთ, რომ ჩვენი მოქლაქეთა დიდი ნაწილი ასე ფიქრობს?", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი ჯანელიძე.