ტრაპიზონში, მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოყვა, არიან დაშავებულები
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 12:20
ტრაპიზონში, მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოყვა, არიან დაშავებულები

თურქეთში, ტრაპიზონში გამთენიისას მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოყვა.

ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც საქართველოს საკონსულოში პირველ არხს განუცხადეს, დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.​ დანარჩენებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები და მათ გაეწია სასწრაფო დახმარება.

მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.