რვა თვის ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწო
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 20:46
რვა თვის ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწო

საბავშვო ბაღში „პირველ ნაბიჯი“ ინციდენტის ამსახველი ვიდეო 8 თვის ჩვილის ოჯახმა გაავრცელა. კადრები გადაღებულია საბავშვო ბაღში დამონტაჟებული ვიდეოკამერით, რომლის მეშვეობითაც მშობლებს საშუალება აქვთ ონლაინ-რეჟიმში ადევნონ თვალი ბაღში მიმდინარე პროცესებს.

აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ძიძა ამ წუთებში დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე მივიდნენ ჩვილის მშობლებიც. 

ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.