სახურავზე ჩარჩენილმა თუთიყუშმა მეხანძრეებს აგინა და გაფრინდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 22:42
სახურავზე ჩარჩენილმა თუთიყუშმა მეხანძრეებს აგინა და გაფრინდა (ვიდეო)

ლონდონში თუთიყუში, სახელად ჯესი, სახლის სახურავზე ავიდა, რის გამოც მის დასახმარებლად მეხანძრეები გამოიძახეს. თუმცა მოულოდნელად ფრინველმა მათ აგინა.  

როდესაც ერთ-ერთი მაშველი კიბით სახურავზე ავიდა და თუთიყუშს „მე შენ მიყვარხარ“ უთხრა (მას დაარიგეს, რომ ამ სიტყვებით თუთიყუშს მიიჩვევდა), თუთიყუშმა იგივე სიტყვებით უპასუხა, შემდეგ კი შეაგინა. 

ჯესი სახლიდან გაიპარა და მეზობლის სახლის სახურავზე 3 დღე იჯდა. პატრონებმა მისი სახურავიდან ჩამოსვლაზე დათანხმება ვერ შეძლეს, რის გამოც მეხანძრეები გამოიძახეს.

თუთიყუშის პატრონები ფიქრობდნენ, რომ  ის დაშავდა, თუმცა როდესაც მეხანძრეები სახურავზე ავიდნენ, ის ჯერ სხვა სახლის სახურავზე გადაფრინდა, შემდეგ კი ხეზე.

როგორც გამოცემა წერს, მოგვიანებით ის მშობლიურ სახლში დაბრუნდა.