გენუაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა
ამობეჭდვა · 14 / 08 / 2018 23:23
გენუაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო 15 და 16 აგვისტო ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ბოლო მონაცემებით, იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევას 35 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. 20-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც არ წყდება. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არ არის გამორიცხული მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს. 

საავტომობილო ხიდი გენუაში დღეს ჩაინგრა. 

გენუაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოს ცნობა არ მიუღია. 

.