იაპონიაში ვულკანის კატასტროფულ ამოფრქვევას ელოდებიან
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 10:12
იაპონიაში ვულკანის კატასტროფულ ამოფრქვევას ელოდებიან

იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სამმართველო კუნძულ კუტინოერაბუზე ვულკან "სინდაკეს" ამოფრქვევას ელოდებიან, რომელიც ახლომდებარე დასახლებებისთვის სესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს.

სამმართველომ საფრთხის მეოთხე დონე გამოაცხადა, რაც ევაკუაციისთვის მზადებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, 15 აგვისტოს 26 ვულკანური მიწისძვრა დაფიქსირდა.

იაპონიის მთავრობას მოსალოდნელ სტიქიურ კატასტროფასთან დაკავშირებით, კრიზისული შტაბი უკვე შექმნა.

ცნობისთვის, ვულკანი სინდაკე 2015 წელსაც ამოიფრქვა.

ტეგები