მორდორი თავდასხმისთვის ემზადება... რუსეთი საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებს - კონსტანტინე გამსახურდია
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 13:52
მორდორი თავდასხმისთვის ემზადება... რუსეთი საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებს - კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, ეს ძალიან სერიოზული ამბავია. გააზიარეთ მაქსიმალურად! ჩემი ინფორმაციით 24 აგვისტოს რუსეთის სამხედრო დაზვერვა GRU ატარებს "ოსი ხალხის ყრილობას", სადაც ისინი საქართველოს წაუყენებენ ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს. აქ წერია თუ რა საფრთხეებია. და თუ არის შესაძლებელი ყველანაირად დავეხმაროთ სახალხო პატრულს!

სად არის თავდაცვის სამინისტრო? მინიმუმ 3-4 რეზერვისტთა ასეული უნდა გაიგზავნოს თრუსოს ხეობაში! სად არის სუს-ი?

სასწრაფოდ გაიხსნას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ყაზბეგში, თუ ჯერ არ არის გახსნილი! რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო? იცოდეთ მორდორი თავდასხმისთვის ემზადება!

გააზიარეთ!", - წერს გმსახურდია ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები