ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 17:58
ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

საფეხბურთო კლუბ “ბორჯომის” მოთამაშე თედო კაკულია ტრაგიკულად დაიღუპა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნული ლიგა 3-ის მატჩის შემდეგ მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა. ის ადგილზე გარდაიცვალა

23 წლის თედო კაკულია თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. უთამაშია „სამტრედიაში“, გასულ სეზონში ირიცხებოდა ზესტაფონის „მარგვეთში“, ზაფხულიდან კი – ფოთის „კოლხეთში“. კაკულია „ბორჯომში“ წელს გადავიდა.
 

ტეგები