მალხაზ კობაურის მტკიცებით, სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია - ადვოკატი
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 18:45
მალხაზ კობაურის მტკიცებით, სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია - ადვოკატი

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მტკიცებით, სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ :ინტერპრესნიუსი" წერს.

ადვოკატის განმარტებით, აქედან გამომდინარე მალხაზ კობაურს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ ექსპერტიზა, არის თუ არა კობაური ვაჟიშვილი. ის აცხადებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია. შესაბამისად, არანაირ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა კობაურის სპერმა. კობაურს აქვს პოზიცია, ჩატარდეს ექსპერტიზა, არის თუ არა ვაჟიშვილი და ამბობს, რომ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა მისი სპერმა გარდაცვლილის სხეულში. ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდება“, - განაცხადა კობაიძემ. 

ტეგები