თელავში მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 19:08
თელავში მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

თელავში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. მომხდარის შემდეგ ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მივიდა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.