თბილისში, 10 წლის გოგოს დენმა დაარყა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 19:25
თბილისში, 10 წლის გოგოს დენმა დაარყა

თბილისში, იოსელიანის 2 ნომერში, 10 წლის გოგოს დენმა დაარტყა. ბავშვი გაზის მილზე იდგა რა დროსაც, პირვლელ სართულზე რკინის გისოსს შეეხო, საიდანაც სავარაუდოდ, დენი გადავიდა. 

ამ დროისთვის, ბავშვი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კომპანია "თელასი" დენის წყაროს დაადგენას ცდილობს.