სოფიო ქაცარავამ პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
ამობეჭდვა · 15 / 08 / 2018 22:34
სოფიო ქაცარავამ  პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
 
"ჩემთვის დიდი პატივია წარმოვაგინოთ საქართველო საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან ერთად პარაგვაის ახალი პრეზიდენტის მარიო აბდო ბენიტეზის ინაუგურაციაზე.წარმატებას ვუსურვებ პრეზიდენტს და მზად ვართ პარაგვაისთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
 
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, არგენტინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კორნელია შმიდტ ლიერმანს და არგენტინისა და ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
 
არგენტინის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას.
 
შეხვედრისას, მხარეები არგენტინის პარლამენტში საქართველსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, არგენტინისა და ეკვადორის საგარეო საქმეთ მინისტრებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში შეხვედრების გამართვა, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გამყარებასა და ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების  დინამიკაზე  კეთდება", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.​