ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი მაშველებმა იპოვეს
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 15:06
ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი მაშველებმა იპოვეს

ქობულეთის სანაპიროზე დაკარგული ბავშვი იპოვეს. 9 წლის მოზარდს მაშველები როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზეც ეძებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

ბიჭის დედა ყვება, რომ შვილი სანაპიროზე განთავსებულ ატრაქციონზე თამაშობდა, თავადაც იქ იყო, როცა ბავშვი გაუჩინარდა. მისი ძებნა მალევე დაიწყეს, პროცესში მაშველები და მოსახლეობაც ჩაერთო. არასრულწლოვანი მაშველებმა სანაპიროზე ნახეს.

თამარ მეფის ქუჩაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.