სუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 15:28
სუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.