ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 17:36
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17 აგვისტოსთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5773 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6074 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0301-ით გამყარდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9299 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9495 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0196-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2729ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3124 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0395-ით გამყარდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4452 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4224 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0228-ით გაუფასურდა.